UNESCO-მ კიევისა და ლვოვის კულტურული ობიექტები განადგურების საფრთხის წინაშე მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა

კიევისა და ლვოვის კულტურული ობიექტები განადგურების საფრთხის წინაშე მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ ,,იუნესკო” ავრცელებს.

წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი და მასთან დაკავშირებული სამონასტრო ნაგებობები, კიევ-პეჩორის ლავრა და ლვოვის ისტორიული ცენტრის ანსამბლი, რუსული შეტევების გამო, განადგურების საფრთხის წინაშეა.

იუნესკოს მსგავს სიაში 2023 წლის იანვრიდან უკვე ჰყავს შეყვანილი ოდესის ისტორიული ცენტრი.

მსგავსი თემები