აშშ თურქული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 თურქული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

არსებული ინფორმაციით, სანქციები კომპანიებს იმიტომ შეეხოთ, რომ ისინი რუსეთს ადრე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.

სანქციები შეეხო საზღვაო კომპანიებს, რომლებიც ეხმარებოდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი გემების გარემონტებაში და რუსეთს „ორმაგი დანიშნულების“ საქონელს აწვდიდნენ.

მსგავსი თემები