ლუკაშენკომ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან სამმხრივი თანამშრომლობა შესთავაზა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვს, მინსკსა და ფხენიანს შორის სამმხრივი თანამშრომლობა შესთავაზა.

შეხვედრა პრეზიდენტებს შორის სოჭში გაიმართა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.

პუტინმა ლუკაშენკოს კიმ ჩენ ინთან გამართულ შეხვედრაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რაზეც ლუკაშენკომ უპასუხა “ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ სამმხრივ თანამშრომლობაზე”.

,,მგონია, რომ იქ ბელარუსისთვისაც შეიძლება მოიძებნოს საქმე”, – უთხრა ლუკაშენკომ პუტინს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილო კორეის ლიდერი, კიმ ჩენ იანი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით 12 სექტემბერს ჩავიდა.

მსგავსი თემები