რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 271 790 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 16 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

მათი ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 350 სამხედრო, 4 ტანკი და 16 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 271 790;

ტანკი – 4 616;

ჯავშანტექნიკა – 8 824;

საარტილერიო სისტემა – 5 988;

სარაკეტო სისტემა – 774;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 521;

თვითმფრინავები – 315;

ვერტმფრენი – 316;

ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 738;

საკრუიზო რაკეტები – 1 455;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 525;

გემი/ნავი/კატარღა – 19;

​სპეციალური აღჭურვილობა – 891.

მსგავსი თემები