ბელგია F-16 მოიერიშე თვითმფრინავების სამართავად უკრაინელებს გაწვრთნის

ბელგია F-16 გამანადგურებლების სამართავად უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს, როგორც ,,საავიაციო კოალიციის” ნაწილი. ინფორმაციას ამის შესახებ, ბელგიის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.

ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ექვსი უკრაინელი ინსტრუქტორი და ოთხი მისიის დამგეგმავი ბელგიაში გაივლიან ტრენინგს, რათა შემდგომში მომზადდეს უკრაინელი მფრინავები და სხვა პერსონალი.

ასევე, უახლოეს კვირებში ბელგიის თავდაცვის სამინისტრო დანიაში უკრაინელი F-16 მფრინავების სასწავლო ცენტრში სამ სამხედრო მოსამსახურე ჯგუფს გაგზავნის.

ცნობისთვის, უკრაინას მოიერიშე F-16 ტიპის თვითმფრინავები, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გადასცა. ხოლო დანიაში უკრაინელი პილოტები გადამზადებას გადიან.

მსგავსი თემები