ევროკავშირმა არ გაახანგრძლივა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო

ევროკომისიამ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო აღარ გაახანგრძლივა. აკრძალვა 15 სექტემბერს იწურებოდა. აღნიშნული ზომები 4 კატეგორიის პროდუქციაზე 2023 წლის მაისიდან მოქმედებდა.

პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ დააწესებდნენ საკუთარ ეროვნულ აკრძალვებს ცალმხრივ საფუძველზე.

,,ჩვენ გავაგრძელებთ ამ აკრძალვას მათი უთანხმოების მიუხედავად, მიუხედავად ევროკომისიის უთანხმოებისა”, – თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა და დასცინა “ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან ეს არის პოლონელი ფერმერის ინტერესებში”.

ცოტა ხნის შემდეგ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა ახალ “ეროვნულ რეგულაციას” სავაჭრო ემბარგოს შესანარჩუნებლად.

სლოვაკეთი წლის ბოლომდე უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის იმპორტს აკრძალავს.

,,ჩვენ უნდა ავიცილოთ ზედმეტი ზეწოლა სლოვაკეთის ბაზარზე, რათა დავრჩეთ სამართლიანი შიდა ფერმერების მიმართ”, – განაცხადა სლოვაკეთის მთავრობამ.

ასევე, უნგრეთმა გამოაქვეყნა განკარგულება 24 უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის დაბლოკვის შესახებ, მათ შორის მარცვლეულის, ბოსტნეულის, თაფლის და რამდენიმე სახეობის ხორცის.

ცნობისთვის, ევროკომისიამ დროებითი შეზღუდვა დააწესა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში – პოლონეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

მსგავსი თემები