ლიბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა

ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 300-მდეა გაზრდილი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება დაახლოებით 10 000 ადამიანი.

ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა მომდევნო დღეებში შესაძლოა, 20 000-მდე გაიზარდოს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, სტიქიამ ლიბიის მილიონამდე მოქალაქე დააზარალა.

მსგავსი თემები