ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ფინეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განმტკიცებასა და ვიზიტების გააქტიურებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა მიმდინარე წელს, საქართველოს პარლამენტის ფინეთთან მეგობრობის ჯგუფის ჰელსინკში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა გლობალურ უსაფრთხოებაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა ისაუბრეს ეუთო-ს ფარგლებში საქართველოსა და ფინეთს შორის თანამშრომლობაზე.

მსგავსი თემები