რობოტი ავტობუსები, ინტელექტუალი სატვირთო მანქანები და მოძრავი სახლები – მორიგი საოცრება ჩინეთიდან (ვიდეო)

დღეს პირველად ვიმგზავრე რობოტი ავტობუსით. საკმაოდ კომფორტულია, მხოლოდ სავარძლები აქვს და არც მძღოლი სჭირდება და არც საჭე.

ქალაქ სიემენში „ოქროს დრაკონი“ ეს არის ჩინური მწარმოებელი კომპანია, რომელმაც პირველი რობოტი ავტობუსი გამოუშვა. ავტობუსებს, რომელსაც მძღოლი არ სჭირდებათ, ინტელექტუალი სხვა ავტომანქანებიც მიემატა და დღეს მსოფლიოს 144 ქვეყანა თუ რეგონი მარაგდება ამ თანამედოვე ავტომანქანებით.

წელიწადში კომპანია 50 000-ზე მეტ ავტობუსს უშვებს და ის არის მოწინავე წლიური გამოშვების სიმძლავრით, პროდექციის ასორტიმენტითა და გაყიდვების საშუალო მოცულობის თვალსაზრისით.

როგორია რობოტი ავტობუსი, როგორ აწყობენ ელექტროავტობუსებს და რა ღირს მოძრავი მანქანა-სახლი. ერთად ვნახოთ რეპორტაჟში.

ეკა გულუა ჩინეთიდან

 

მსგავსი თემები