აბაშაში მანქანა ამობრუნდა – დაშავდა მძღოლი

აბაშაში მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანის მძღოლი დაშავდა, ის კვლევებზე კლინიკაშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვების მიზეზი, სხვა მანქანის მხრიდან საავარიო სიტუაციის შექმნა იყო.

,,თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის აბაშის რაიონის სოფელ მარანის ტწრიტორიაზე ერთმანეთს შეეძახნენ გერმანული მერსედესები, ერთი ალბათ ჩქარა მოდიოდა, მეორემ გზა არ დაუთმო და შეჯახება უმსხვერპლოდ დასრულდა. დანარჩენს ფოტოზე ხედავთ”, – წერს დარეჯან კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები