,,რანაირი სომეხი ვარ, სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ერევანში”- მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიან  სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებით შეშფოთებულია. მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანი სომეხი ხალხის დამღუპველია.

„მე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება არსებობდეს თუნდაც ორი სომეხი ეროვნების ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ფაშინიანს. მეტიც, ისიც მიკვირს, საკუთარი დედა როგორ უჭერს მხარს. ეს კაცი არის სომეხი ხალხის დამღუპველი. ის პირდაპირ სულში გვაფურთხებს  და რატომ ვუთმენთ ამდენს? ის მოვიდა არასამართლიანი არჩევნების და რევოლუციის შედეგად, ვინ არის საერთოდ ის? მე მახსოვს მასთან შეხვედრა, როცა ის აირჩიეს და მოსკოვში ჩამოვიდა და ცნობილ სომხებს შეგვხვდა. მე მას დავუსვი კითხვა, როგორია თქვენი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში-თქო. პასუხი იყო მკვახე და უხეში, მისაყვედურა, როგორ მოგვმართავო, თქვენ კი არა, ჩვენ უნდა თქვა, როცა სომხებს ახსენებთო. მე არ ვარ სომხეთის მოქალაქე და ზოგადად, რანაირი სომეხი ვარ, სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ერევანში. ერთხელ პუტინთან ერთად და მეორედ, ტიგრანთან ერთად“ – აცხადებს სიმონიანი.

მსგავსი თემები