რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს – არიან დაშავებულები

დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, რუსებმა ნიკოპოლი გრადებითა და მძიმე არტილერიით დაბომბეს.

არსებული ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე.

თავდასხმის შედეგად განადგურდა მაღაზია, კერძო საწარმო და კვების ობიექტები. ასევე დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, სამეურნეო შენობებია და მანქანები.

მსგავსი თემები