გურიაში ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა

გურიაში, სოფელ ნაგომართან ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა. ინფორმაციას და ფოტომასალას ტელეკომპანია ,,გურია” ავრცელებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის რეგიონის მრავალი სოფელი დაზარალდა. ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ჩამოიშალა მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა რეგიონის რამდენიმე სოფელი.

გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია.

მსგავსი თემები