სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში ოპოზიციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წევრებს შეხვდა.

ოპოზიციის წევრები პირისპირ შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს ისტორიული შანსი და ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ცნობილია, რომ შეხვედრა ოპოზიციასთან პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები