„ეს ჩვენი ბიჭია, თუ რომელი – “დნმ” ანალიზს დაველოდებით, კიდევ დარჩა ერთი”- ზაზა მესხის მეგობარი

10 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.

 

ცხედრის პოვნის ფაქტს, ზაზა მესხის მეგობარი ეხმიანება.

„ეს ჩვენი ბიჭია, თუ რომელი – “დნმ” ანალიზს დაველოდებით. და კიდევ დარჩა ერთი – ღმერთო, გვაპოვნინე!“- აცხადებს მესხის მეგობარი.

 

მსგავსი თემები