ემოციურად მზად ვარ რუსეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის – ზელენსკი

ემოციურად მზად ვარ რუსეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ეკონომისტთან“ ინტერვიუში მან ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის განწყობის ცვლილებაზე ისაუბრა.

„მე მზად უნდა ვიყო, ჩემი გუნდი მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ომისთვის და ემოციურად მზად ვარ…ისეთი ინტუიცია მაქვს, რომ ვკითხულობ, მესმის და ვხედავ მათ თვალებს, როცა ამბობენ: „ჩვენ მუდამ თქვენთან ვიქნებით“. მაგრამ მე ვხედავ, რომ ის აქ არ არის, ჩვენთან არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები