ჯოზეფ ბორელი ყაზბეგში, ლაშქრობაში იმყოფებოდა

საქართველოში ყოფნინას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან ერთად ყაზბეგის რაიონში ლაშქრობაში იმყოფებოდა.

ჯოზეფ ბორელი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე მდგომ სასტუმროს ეწვია.

„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს . ალტიჰატის კარი ღიაა ევროპისთვის“,- ნათქვამია Altihut-ის ფეისბუქპოსტში.

 

ფოტო:Altihut

მსგავსი თემები