ევროკავშირი ხორბლის კრიზისში რუსეთს ადანაშაულებს და ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდებს

400 ტონა უკრაინული ხორბალი ისევ რუსეთის ბლოკადაშია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რუსეთი არ იძლევა შესაძლებლობას, უკრაინის ნავსადგურიდან ხორბალი გაიტანონ.

როგორც  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე, რადგან ბლოკირებული აქვს უკრაინის ნავსადგურები.

დიპლომატის შეფასებით, ევროკავშირის სანქციები  სოფლის მეურნეობის პროდუქციას და მის ტრანსპორტირებას არ ეხება და რუსეთი ამ თემით მხოლოდ სპეკულირებს.

„ევროკავშირის სანქციები მიმართულია რუსეთის შესაძლებლობის წინააღმდეგ, აწარმოოს ომი. ისინი არ არის მიმართული ხორბლის წინააღმდეგ. სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მათი ტრანსპორტირება ცალსახად გამონაკლისია. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების მიმდინარე ბლოკადა შეუძლებელს ხდის მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში, უკრაინაში ჩარჩენილი ტონობით მარცვლეულის ექსპორტს. რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი საერთაშორისო ვაჭრობაში მარცვლეულის ნებისმიერ დეფიციტზე“ – აცხადებს ბორელი.

მსგავსი თემები