მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 500-მდე გაიზარდა

მაროკოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2497-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 2 476-ს მიაღწია.

არსებული ინფორმაციით, სტიქიას 1452 ადამიანი ალ-ხოუზის რეგიონში ემსხვერპლა, 764 ტარუდანტში, 202 ჩიჩაუაში, 41 ოვარზაზატეში, 18 მარაკეშში, 11 აზილალში,5 აგადირში, 3კასაბლანკას პროვინციაში და ერთი ადამიანი იუსუფიას პროვინციაში.

როგორც მაშველები ამბობენ, მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა.

მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში მეჩეთი დაზიანდა და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.

მსგავსი თემები