ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პუტინს მხარს არ დაუჭერს – ზელენსკი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკის ახალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში,  ვლადიმერ პუტინს მხარს არ დაუჭერს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ეს არ არის ის, რასაც ძლიერი ამერიკელები აკეთებენ…ტრამპი არასოდეს დაუჭერდა მხარს პუტინს…” – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ის ელის, რომ თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯო ბაიდენი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას, თუ ის მეორედ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

მსგავსი თემები