რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს. მისი თქმით, ოდესის პორტზე თავდასხმებით ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ მსოფლიოში ყველა ადამიანის წინააღმდეგ.

„მე ვიტყვი, რომ რუსეთი აგრძელებს საკვების გამოყენებას ომის იარაღად. უკვე მეორე დღეა, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო წყლებში გემების მიმართ მუქარას ვისმენთ. ასევე მუქარას ვისმენთ უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავ გემებთან მიმართებაშიც, რაც, ვფიქრობ, ყველას ესმის, რას ნიშნავს ეს და ხედავთ, როგორ აორმაგებენ ამ საფრთხეებს“, – განაცხადა მილერმა.

 

მსგავსი თემები