რუსეთმა შესაძლოა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს – თეთრი სახლი

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ადამ ჰოჯის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებით საზღვაო ნაღმები განათავსა.

,,ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის პორტების მისადგომებთან რუსეთმა დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმების უკრაინისთვის გადასაბრალებლად”, – განაცხადა ჰოჯმა.  

მსგავსი თემები