,,არ ვარ შტერი, ჩემს სახელზე არ არის არაფერი”- მორგოშია სანქციებზე

კოკა მორგოშიას სანქციების არ ეშინია. მორგოშიას განცხადებით, მის სახელზე არ არის არაფერი და ამბობს, რომ თუ სანქციები დაუწესდება, ეს დროებითი იქნება.

,,ევროპაში მაქვს ბიზნესი, პროდუქცია არ გამაქვს, პირიქით, მომაქვს. ასე რომ ჩემს ბიზნესს მაგით ხელი არ შეეშლება. ეს თუ საერთოდ მოხდება და ამ სიგიჟემდე მივლენ, ეს იქნება დროებითი. არ არის აუცილებელი, რომ ყველა გზავნილს, გემს თუ ავტომანქანას მე ჩავყვე და ჩამოვყვე. ამიტომ, ამით არაფერი არ იცვლება. საქართველოში ნომერი პირველი სამიზნე ულტრალიბერალური ფლანგის ვართ ჩვენ და ეს დასტურდება კიდეც, რავიცი არცერთი ჩინოვნიკი არ დაუსანქცირებიათ “ოცნების” და დაიწყეს ჩემი. ჩემი დიდი ბაბუა ტარას მორგოშია და მეორე, ლავრენტი კვარაცხელია ვიზის გარეშე ჩავიდნენ ბერლინში და მეც რაღაცას მოვიფიქრებ. არ ვარ მე შტერი, ჩემს სახელზე არ არის არაფერი”, – განუცხადა მორგოშიამ ტვ პირველს.

ევროპარლამენტარები „ალტ-ინფოს“ და კონსტანტინე მორგოშიას დასანქცირებას ითხოვენ

მსგავსი თემები