,,ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს”- მამუკა მდინარაძე

​მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს.

„ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები: სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობითაც კი, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ!

ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს!

პარალელურად, მოპარული კვლევის ნიმუშებით ცდილობენ ექსპერტიზების გაყალბებას და განზრახ აზიანებენ საქართველოს იმიჯს!

ერთი სიტყვით, უკვე მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც, მოცემულ დროს, განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – წერს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი თემები