,,თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს”- გიული ალასანია

,,აღარ ვიცი ვინ უნდა გასინჯოს კიდევ, თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით ინციდეტი, პენიტენციურმა სამსახურმა სპეციალურად მოაწყო.

,,ვინ არიან სხვა ექიმები, აშშ-დან გვყავდა ექიმები, შვეიცარიიდან იყვნენ, გერმანიდან იყვნენ, ვინ დარჩა უკაცრავად?! რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ უსათუოდ?! მე არ ვიცი რა იგულისხმება. ყველა, ვინც საჭირო იყო ჩამოყვანილი იყო, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და იმათაც ყველამ ნახე. ისე, რომ მე აღარ ვიცი ვინ უნდა გასინჯოს კიდევ, თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს. მე ისე გავიგე, რომ არ იყო პროგნოზირებული ეს განცხადება, რომელიც აქედან მესმის ჩვენი ხელისუფლებისგან. არ მაქვს მოლოდინი, ვიდრე არ დავინახავ მათ. ვიდრე არ გავიგე არავინ, არაფერს ვერ უკავშირებ. ჯერ ერთი ვერ დავინახე ვერავითარი დისკრედიტაცია, ჩემი თვალით ეს არ იყო დისკრედიტაცია. კლინიკის მხრიდან კი არ იყო, ეს პენიტენციურიდან იყო. თქვენ გგონიათ, მე რომ შევდივარ კლინიკა მჩხრეკს? პენიტენციურმა მოაწყო ეს ინციდენტი აბა მე მოვაწყე? პენიტენციურს ყოველთვის ეძლევა მთითება და ისინი ასრულებენ იმას, რასაც მიუთითებენ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები