ევროპარლამენტარები „ალტ-ინფოს“ და კონსტანტინე მორგოშიას დასანქცირებას ითხოვენ

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, „ალტ-ინფო“ და მისი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირონ. განცხადებას ხელს აწერს ექვსი პარლამენტარი – მარკ ანგელი, კიმ ვან სპარენტაკი, მარია ვალში, პიერ კარლესკინდიმალინ ბიორკი და ფაბიო მასიმო კასტალდო.

„ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ მიზანმიმართულ სანქციებს ჯგუფ „ალტ-ინფოს“ და მის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. ცნობილია, რომ „ალტ-ინფო“ ავრცელებს ლგბტქი-ფობიურ სიძულვილის ენას თავის მედია არხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისს თბილისი პრაიდზე თავდასხმებში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ ლგბტქი-ფობიურ ძალადობასა და რიტორიკას საქართველოში და ვალდებულებას უზრუნველყონ განსაკუთრებით ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება“, – ნათქვამია წერილში.

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები