,,თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა”- არახამია

უკრაინის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ”თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა.”

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა, – წერს არახამია.

,,უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი” – პრემიერი

მსგავსი თემები