20 ივლისის ღამეს რუსეთის დარტყმის შედეგად ნიკოლაევში 18 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის მერ ალექსანდრე სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაშავებულთაგან ცხრა, მათ შორის ხუთი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნანგრევებიდან 2 ადამიანი გამოიყვანეს.
სენკევიჩმა დააზუსტა, რომ ნანგრევებიდან ქალი და მამაკაცი გამოიყვანეს. მერის თქმით, ადამიანების განსახლებისთვის ორი ლოკაცია გამოვლინდა.