„ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა. მისი თქმით, რუსი დიქტატორი ცდილობს სსრკ-ს ხელახლა შექმნას და ამ სივრცეში უკრაინის დაბრუნებას.

„ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ, რადგან რუსეთს სურს უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება. უკრაინელებს სძულთ რუსები, რადგან ისინი გვკლავენ. რუსი დიქტატორი ცდილობს სსრკ-ს ხელახლა შექმნას და ამ სივრცეში უკრაინის დაბრუნებას“, – აცხადებს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები