თავდასხმა ოდესაზე – სულ მცირე 2 ადამიანი დაშავდა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთი ზედიზედ მესამე ღამეს თავს დაესხა სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესას. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერის ცნობით, თავდასხმების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა.

,,სულ მცირე რვა რუსული ტუ-22მ3 თვითმფრინავი „მოფრინავდა შავი ზღვის მიმართულებით“, – განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალებმა.

მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსეთმა ხუთშაბათს დაარტყა ქალაქის ცენტრს. სულ მცირე 18 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 5 ბავშვია.

მსგავსი თემები