,,ადამიანი არის უკიდურეს მდგომარეობაში, კახექსიური, ძვალი და ტყავია ფაქტია”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი უკიდურეს მდგომარეობაშია. მისივე თქმით, ყოველთვის, როდესაც მისი შვილის თემის გააქტიურება ხდება საზღვარგარეთ, საქართველოში ცდილობენ გადაფარონ.

,,ყოველთვის, როცა ხდება გააქტიურება ჩემი შვილის გარედან, აქედან უცებ ჩნდება რაღაც მორიგი სიბინძურე, რომ გადაფარონ ის კარგი, რაც მოხდა იქ. მთელი ეს თითქმის ორწლიანი ყოფნა ჩემი შვილის იქ, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ჩემი შვილი როგორმე მოიშორონ თავიდან, ანუ მოკლან. ამას ემსახურებოდა მისი მოწამვლა, ამას ემსახურებოდა მისი წამება და ყველაფერი რაც მან გამოიარა. ახლა ადამიანი არის უკიდურეს მდგომარეობაში, ამას მე ვხედავ ყოველ შესვლაზე, კახექსიური, ძვალი და ტყავია ფაქტია”, – განუცხადა გიული ალასანიამ ”მთავარ არხს”.

 

მსგავსი თემები