„გასაკვირი იყო, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ამბოხი ასე სწრაფად დასრულდა, ზეწოლის გარეშე“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა „სიენენს“ ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთში სამხედრო ამბოხებაზეც ისაუბრა.  როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გასაკვირი იყო ერთდღიანი ამბოხება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.

„გასაკვირი იყო ამბოხის ასეთი ფორმა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო პერიოდში დასუსტდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. საკმაოდ გასაკვირი იყო, როგორ მარტივადაა შესაძლებელი რუსეთის საზღვრის გადაკვეთა და მისვლა, პირველ რიგში, როსტოვამდე და შემდეგ მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქებამდე“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მსგავის რამ რუსეთის რეჟიმს ახასიათებს.

„ძალიან უცნაური იყო, რომ პრიგოჟინს შეუძლია, ენდოს პუტინს უსაფრთხოების გარანტიებში, მაშინ, როდესაც რუსეთის ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. როდესაც ხარ აჯანყებული, ან თუნდაც ომის პატიმარი, ეს უპატიებელია. როგორ უნდა ენდო ლუკაშენკოს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტია მაშინ, როდესაც ლუკაშენკოს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა უჭირს, ხოლო რუსეთის მოთხოვნები უფრო და უფრო იზრდება, მათ შორის ატომური იარაღის განთავსების შესახებ. ეს ყველაფერი არ ჰგავს ტრადიციული რუსეთის საქციელს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

 

მსგავსი თემები