თავდასხმა კრამატორსკზე –  დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

დაღუპულთა შორის 3 ბავშვია, მათ შორის 14 წლის ტყუპი დები. მაშველებმა 11 ადამიანი გადარჩენა შეძლეს.

სარაკეტო იერიშის შედეგად 65 ადამიანი დაშავდა.

მსგავსი თემები