პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კონტროლდებოდეს

,,არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ”სიენენთან” ინვტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კონტროლდებოდეს.

,,ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი დღეს ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს, რაც არის პროპაგანდა. ყველა რუსი, რომელიც შემოდის საქართველოში, გავიმეორებ, საჭიროა, ეს კონტროლდებოდეს. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც გაურბის დღევანდელ რუსეთს, ნამდვილად არ არის პუტინის მომხრე, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცით საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, არის ის, რომ რუსულენოვანი ხალხი თუ არ იქნება ნორმალურად დაცული, ეს გახდება რუსეთის შემოჭრის საბაბი. ასე რომ, ეს ყველაფერი შეიძლება, კვლავ გამოიყენოს რუსეთმა. მე არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

მსგავსი თემები