,,აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება”- სპეცოპერაცია გორში

ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს.  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვალერი თელიას განცხადებით, სპეცოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს.

,,სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება. როგორც ხედავთ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს ჩაუტარდა ჩხრეკა, აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც გაიგზავნება ექსპერტიზაზე. სხვა ლოკაციებზე კიდევ მიმდინარე პროცესია და დამატებით ინფორმაციას დღის განმავლობაში შსს-ს პრესსამსახური მოგახსენებთ”, –  განაცხადა ვალერი თელიამ.

მსგავსი თემები