„არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი,  ახალი ფრონტი გამოსცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში“, – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა „სიენენთან“ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს არც რესურსი და არც  სურვილი გააჩნია, ახალი ფრონტი გამოსცადოს.

„პუტინი არ მართავს დღეს ყველაფერს, და, რა თქმა უნდა, ვერ მართავს ომს უკრაინაში.  ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ, რომ არსებობს სამხედრო ზეწოლა, რადგან, პირველ რიგში, ჩვენთან არის სამხედრო ოკუპაცია, რაც მიმდინარეობს 2008 წლიდან და მანამდეც, სხვადასხვა ფორმით, 1991 წლიდან მოყოლებული. ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. ასე რომ, იმის თქმა, რომ გვეშინია სამხედრო ოკუპაციის, არ ნიშნავს ბევრს. მე ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი დღეს ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს, რაც არის პროპაგანდა“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, რუსეთიდან საქართველოში შემომავალი ადამიანების მიმართ მეტი კონტროლია საჭირო.

„ყველა რუსი, რომელიც შემოდის საქართველოში, უნდა კონტროლდებოდეს. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც გაურბის დღევანდელ რუსეთს, ნამდვილად არ არის პუტინის მომხრე, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვიცით საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, არის ის, რომ რუსულენოვანი ხალხი თუ არ იქნება ნორმალურად დაცული, ეს გახდება რუსეთის შემოჭრის საგანი. ასე რომ, ეს ყველაფერი შეიძლება, კვლავ გამოიყენოს რუსეთმა. არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

მსგავსი თემები