„ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს

აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, დაკარგული წყალქვეშა ნავის, „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, სხეულის ნაწილებს ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

ცნობისთვის, წყალქვეშა ნავი „ტიტანი“, რომელსაც „ტიტანიკის“ ნამსხვრევების შესასწავლად 5 ადამიანი  გადაჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან 18 ივნისს გაუჩინარდა. როგორც ცნობილია, წყალქვეშა ნავი აფეთქდა, რის გამოც ხუთივე ადამიანი დაღუპულად გამოაცხადეს.

მსგავსი თემები