ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება დაუშვა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ დაუშვა იარაღის გამოყენება უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომლებიც ”არღვევენ რესპუბლიკის საჰაერო სივრცეს”. შესაბამისი ცვლილებები ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს შეიტანა ”მთავრობის დადგენილებაში სახელმწიფო საზღვრის დაცვაში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების წესის შესახებ.”

ე.წ სასაზღვრო უსაფრთხოების დე ფაქტო ხელმძღვანელის, ვალერი ალიკანტის თქმით, „შეტანილი ცვლილებები იძლევა უპილოტო საფრენი აპარატების მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში იარაღის გამოყენების საშუალებას“.

,,გამონაკლისი არ არის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული გამოყენება”, – განაცხადა ალიკანტმა.

მსგავსი თემები