რუსეთში წარუმატებელმა აჯანყებამ ვლადიმერ პუტინი დაასუსტა – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით,  რუსეთში წარუმატებელმა აჯანყებამ ვლადიმერ პუტინი დაასუსტა. მისი თქმით,  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გაურკვეველია.

„ეს აჩვენებს, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში და რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ზის ისე მყარად სავარძელში. მე ვთვლი, რომ ის დასუსტებულია“, – განაცხადა შოლცმა.

კანცლერის განცხადებით, რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს.

მისივე თქმით, ხელმძღვანელობის შეცვლა შეიძლება, არ იყოს საუკეთესო ვარიანტი. „ჩვენ არ ვიცით, ვინ მოვა პუტინის შემდეგ, უკეთესი თუ უარესი.

 

მსგავსი თემები