საპროტესტო აქცია პარიზში – დაკავებულია 150 ადამიანი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს 150 ადამიანი დააკავეს. მინისტრის ცნობით, დემონსტრანტების მერიის შენობებს, სკოლებსა და პოლიციის განყოფილებები თავს დაესხნენ.

ცნობისთვის, პროტესტი პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად 17 წლის მოზარდის გარდაცვალებას მოჰყვა.

17 წლის მოზარდი სამშაბათს ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

მსგავსი თემები