შოლცი, მაკრონი და დუდა ერთმანეთს პარიზში შეხვდებიან, რათა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ

”პოლიტიკოს” ინფორმაციით,გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მომავალ ორშაბათს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდებიან.

შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ყურადღება გამახვილდება უკრაინის სწრაფვაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოკავშირეების უსაფრთხოების გარანტიებზე ივლისში ნატოს სამიტის წინ.

გასულ კვირას მაკრონმა ბრატისლავაში სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა უკრაინას მიეცეს „მტკიცე, კონკრეტული და ხელშესახები“ უსაფრთხოების გარანტიები და ამტკიცებდა, რომ უკრაინას უნდა შესთავაზოს „გზა [ნატოს] წევრობისკენ“.

შოლცის განცხადებით კი, აქცენტი წევრობაზე კი არ უნდა გამახვილდეს, არამედ იმაზე, „როგორ შეგვიძლია ჩვენ, ინდივიდუალურად, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“.

მსგავსი თემები