,,სამარცხვინო ხართ, “პადრუჩკით” დადიხართ მერაბიშვილთან”- დაპირისპირება ბუაძესა და ჩარკვიანს შორის

პარტია ”ლელოს” წევრი, საბა ბუაძე და კანონისა და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს სიტყვიერად ტვ პირველის ეთერში დაუპირისპირდნენ.

,,სამარცხვინო ხართ. ქალი, რომელიც ვანო მერაბიშვილზე ამბობდით, რომ პალოებით აუპატიურებდაო, დღეს “პადრუჩკით” დადიხართ მასთან ხელდახელ და მასთან ერთად გინდათ ხელისუფლება, ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ერთი ადგილი მოგიგდოთ პარლამენტში და რაზე ვლაპარაკობთ, ჩემს თავზე ვბრაზდები, თქვენნაირ ადამიანს საერთოდ დროს რომ ვუთმობ და ერთ სივრცეში რომ ვარ ამ ტოქსიკურ სისაძაგლეში, რომელსაც თქვენ აფრქვევთ. ერთი ადგილისთვის ამდენ სიბინძურეს რომ ამოაფრქვევთ, სამარცხვინო ხართ,”- განაცხადა საბა ბუაძემ.

თაკო ჩარკვიანმა კი განაცხადა, რომ ”ყველა თავისი მევახშეობითა და სიბინძურით მსჯელობს.”

მსგავსი თემები