დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკაშვირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. ტრამპის ადვოკატის თქმით, ექსპრეზიდენტს ბრალი, სულ მცირე, შვიდი მუხლით წაუყენეს.

ბრალის წაყენებას თავად დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რომ უდანაშაულოა და ყველაფერს გააკეთებს ამის დასამტკიცებლად.

„უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან, ძალიან მტკიცედ და იმედია, ძალიან სწრაფად დავამტკიცებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.

 

მსგავსი თემები