ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ათეულშია

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა შორის ათეულში დაწინაურდა. 22 წლის ქართველი ფეხბურთელი კანდიდატთა სიაში მე-17 პოზიციაზე იყო, მაგრამ დაწინაურდა და ამჟამად მე-8 პოზიციას იკავებს.

„ოქროს ბურთის“ კანდიდატთა განახლებული რეიტინგი პოპულარულმა გამოცემამ, Goal-მა გამოაქვეყნა.

„ოქროს ბურთის” კანდიდატთა ათეული ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (პსჟ)

2. კილიან მბაპე (პსჟ)

3. ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“)

4. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“)

5. ნეიმარი (პსჟ)

6. მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“)

7. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“)

8. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)

9. ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“)

10. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“)

მსგავსი თემები