,,შესაძლოა, რუსეთი დარჩეს პუტინის შემდეგ განადგურებული, მაგრამ არა უკრაინა”- ზელენსკი

,,შესაძლოა, რუსეთი დარჩეს პუტინის შემდეგ განადგურებული, მაგრამ არა უკრაინა”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ ხერსონის რეგიონის დატბორილი ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს.

,,ყველგან, სადაც შეგვიძლია დატბორილი ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა, ამას ვაკეთებთ. რუსი ტერორისტები ამ დრომდე აგრძელებენ ხერსონის მიმართულებით სროლას, ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო პუნქტებსაც. უკვე რამდენიმე დღეა ადგილზე სრული კატასტროფა ხდება. მსოფლიოში ყველამ ნახა, რომ რუსეთს არაადამიანები ხელმძღვანელობენ. პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსოფლიომ დაამტკიცოს, რომ შეგვიძლია ასეთ კატასტროფებს გავუმკლავდეთ, გავუმკლავდეთ ასეთ ტერორისტებს. გვაქვს რესურსი, გვაქვს ფული – გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ადამიანები უზრუნველყოთ სასმელი წყლით, მიუხედავად კატასტროფისა,”- განაცხადაც  ზელენსკიმ.

მსგავსი თემები