პირველი დეპუტატი ქალი, რომელიც დარბაზში შვილს ძუძუთი კვებავს

ჯილდა იტალიის რესპუბლიკის ისტორიაში პირველი დეპუტატია, რომელიც სხდომაზე ძუძუთი გამოკვება შვილი. ჯილდა დედა ცოტა ხნის წინ გახდა, მამა მისი კოლეგა, რიკარდო რიკარდია.

„ეს პირველი შემთხვევაა, ყველა მხარის მხარდაჭერით. წარმატებებს ვუსურვებ ფედერიკოს დიდხანს, თავისუფალ და მშვიდ ცხოვრებას“, – განაცხადა ჯორჯო მუულმა პარლამენტის სესიის თავმჯდომარეობისას.

როგორ ადგილობრივი მედია წერს, უმრავლესობა და ოპოზიცია ასე ერთ აზრზე არასოდეს ყოფილან.

„ჩვენი ჯილდა სპორტიელოს შვილი იქნება პირველი ბავშვი, რომელიც დარბაზში ძუძუთი იკვებება. ეს უბრალოდ უნდა იყოს მნიშვნელოვანი დღე. დღეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მედია მოვლენა ან კურიოზული სტატისტიკა. დღევანდელი დღე ფუნდამენტური პრეცედენტია, რადგან დეპუტატთა პალატა პიონერულ როლს ასრულებს: დღეიდან, თუ ამ პალატაში შესაძლებელია ძუძუთი კვება, არცერთ ქალს, არსად, არ უნდა ჩამოერთვას ეს შესაძლებლობა,”- განაცხადა დეპუტატმა მიჩილომ.

გასული წლის ნოემბერში საპარლამენტო წესების პანელმა უფლება მისცა ქალ დეპუტატებს, პალატაში  ძუძუთი გამოკვებომ მათი ერთ წლამდე შვილები.

”ძალიან ბევრი ქალი წყვეტს ძუძუთი კვებას დროზე ადრე, არა სურვილისამებრ, არამედ იმიტომ, რომ ისინი იძულებულნი არიან დაბრუნდნენ სამუშაო ადგილზე”, – თქვა სპორტიელომ.

მსგავსი თემები