,,რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთო, ახლა იქით ეძახიან, გვიშველე, მოდი”- ნიკა მელია

,,რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთო, ახლა იქით ეძახიან, გვიშველე, მოდი, პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ახალ მენეჯმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მელია გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“.

„ნებისმიერი ერთობა უნდა იყოს მყარი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღესდღეობით არის ის ძალა, რომლის გარშემოც შესაძლებელი იქნებოდა და იყო კონსოლიდაცია, სამწუხაროდ, ეს შანსი არის დაკარგული მენეჯმენტის პირობებში. ნაცვლად იმისა, რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთ, ახლა მიშას ეძახიან, გვიშველეო, მოდი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო. საშველად მოვიდნენ, სააკაშვილისთვის დახმარების აღმოსაჩენად და ახლა იქით ეძახიან, დაგვეხმარეო“, – განაცხადა ნიკა მელიამ ”მთავარი არხის” ეთერში.

მსგავსი თემები