ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო – გუბერნატორი

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო.

მისი თქმით, გასული ღამის განმავლობაში წყლის დონემ დაახლოებით 20 სანტიმეტრით დაიწია.

,,საშუალოდ, მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში – 5,35 მეტრი. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ წყალი ღამით 20 სმ-ით დაიწია. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის რაიონის 32 დასახლებაში 3 624 სახლი დაიტბორა”, – განაცხადა გუბერნატორმა.

 

მსგავსი თემები