„კვარაცხელიაზე წიგნი რუსულადაც გამოვა, გარეკანზე ეწერება ”საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის,  გიორგი კეკელიძის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნი რუსულ ენაზეც გამოიცემა.

მისი თქმით,  წიგნს ეწერება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

,,წიგნის “ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი” გამოცემის თხოვნით არაერთი რუსული გამომცემლობა შეგვეხმიანა და ყველას უარი ვუთხარი. თუმცა, წიგნი რუსულად მაინც გამოვა, გამოსცემს ქართულივე გამომცემლობა. გარეკანის დიზაინი მცირედით შეცვლილი იქნება და ეწერება – “საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, საავტორო ჰონორარს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ.” – წერს გიორგი კეკელიძე.

მსგავსი თემები