„ბავშვების თვალწინ ესროლა, მოკლა და გზა განაგრძო”- ვაზისუბანში მომხდარი საზარელი შემთხვევა

სოციალურ ქსელში მოქალაქე ვაზისუბანში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე წერს. მისი თქმით, კაცმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა.

„ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოჰყვებოდა, ამან ამოიღო, ესროლა, მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო!!! ასეთი, ადამიანსაც არ დაინდობს! რა გჭირთ ასეთი, რა ტრავმა მოგყვებათ ცხოვრებაში, რომ ამხელა სისასტიკეს სჩადიხართ! საწყალი ცუგო შეეწირა. საჩივარი შეტანილია… საკადრისად უნდა დაისაჯოს! მთელი უბანი მოვითხოვთ!“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი და ფოტოებს ავრცელებს შემთხვევის ადგილიდან.

მსგავსი თემები